Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინაშე 2008 წლის პირველი


პარლამენტის წინაშე 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიშით წარდგა სახალხო დამცველი სოზარ სუბარი,

პარლამენტის წინაშე 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიშით წარდგა სახალხო დამცველი სოზარ სუბარი,
რომელმაც 2007 წლის ნოემბრის მოვლენებზეც ისაუბრა. ომბუდსმენის თქმით, 2007 წლის 4 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, იუსტიციის ახლანდელმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და იმ დროისთვის უმუშევარმა დავით ახალაიამ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის მეთოდები შეიმუშავეს. სუბარის ცნობით, "ვანო მერაბიშვილი ამ გეგმის შემუშავებისას ამბობდა, რომ აქციის არც ერთი მონაწილე გაულახავი არ უნდა დარჩენილიყო, რათა შემდეგ არ "ებლატავათ". საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომ თუ სუბარი ინფორმაციის წყაროს არ დაასახელებს, ის პროკურატურას მიმართავს მოთხოვნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ომბუდსმენს პასუხი მოეთხოვოს.
XS
SM
MD
LG