Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის


ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის განცხადებით, სახმელეთო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის განცხადებით, სახმელეთო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
ოპერაცია არ იქნება იოლი ან ხანმოკლე, და თუ საამისო აუცილებლობა შეიქნა, მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ მისი მასშტაბიო, განაცხადა ბარაკმა. მისივე თქმით, ისრაელი მზად არის გახსნას მეორე ფრონტიც –ჩრდილოეთში, ლიბანის საზღვართან, საიდანაც ისრაელს პრობლემებს უქმნის მეორე რადიკალური დაჯგუფება – „ჰისბოლა“. ღაზის სექტორზე იერიში კი ისრაელის მიმართულებით დაჯგუფება „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმებს მოჰყვა. „ჰამასის“ ლიდერებმა დეკემბრის მიწურულს განაცხადეს, რომ დაასრულეს ზავი ისრაელთან. მაშინ „ჰამასი“ აშშ-ის ადმინისტრაციამ გააფრთხილა, რომ მშვიდობის დარღვევა ცუდად შემოუბრუნდებოდათ „ჰამასსაც“ და, საერთოდ, პალესტინელებს.
XS
SM
MD
LG