Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კომპანია „გაზპრომი“ აპირებს, საერთაშორისო


რუსეთის კომპანია „გაზპრომი“ აპირებს, საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს უკრაინის „ნაფტოგაზს“

რუსეთის კომპანია „გაზპრომი“ აპირებს, საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს უკრაინის „ნაფტოგაზს“
იმის გამო, რომ კიევი არღვევს სატრანზიტო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთი უკრაინას სატრანზიტო გაზის მიტაცებაში სდებს ბრალს და ამით ხსნის იმას, რომ უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას შეუმცირდა უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდება. კიევში აცხადებენ, რომ ტრანზიტის პირობები გადასინჯვას ექვემდებარება და „ნეფტოგაზი“ თავადაც აპირებს, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს „გაზპრომს“.
XS
SM
MD
LG