Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობის პრესსამსახური და პრეზიდენტის


საქართველოს მთავრობის პრესსამსახური და პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ადასტურებენ გავრცელებულ ცნობას

საქართველოს მთავრობის პრესსამსახური და პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ადასტურებენ გავრცელებულ ცნობას
იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრ გრიგოლ მგალობლიშვილის გადადგომის განცხადებას. მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, მგალობლიშვილი, რომელიც გერმანიაში სამედიცინო გამოკვლევისთვის იმყოფება, თბილისში ამ კვირაში დაბრუნდება. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ამჟამად პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური ასრულებს.
XS
SM
MD
LG