Accessibility links

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების


სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებით,

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებით,
მისი და რუსი სამხედროების წინააღმდეგ თბილისი ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებს. დე-ფაქტო მთავრობის ინფორმაციის კომიტეტი ირწმუნება, რომ ქართული სპეცსამსახურების სამხედრო პროვოკაციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ დიმიტრი სანაკოევი და მისი მხარდაჭერებიც. დე-ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ პროვოკაციის აღსაკვეთად მზად არის და შესაძლო შედეგების პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს. ცხინვალის ამ განცხადებებს კატეგორიულად უარყოფენ როგორც თბილისში, ასევე დიმიტრი სანაკოევის დროებით ადმინისტრაციაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG