Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის განცხადებით, უკრაინის გავლით ევროპას


ევროკომისიის განცხადებით, უკრაინის გავლით ევროპას ძალიან მცირე მოცულობით მიეწოდება გაზი რუსეთიდან

ევროკომისიის განცხადებით, უკრაინის გავლით ევროპას ძალიან მცირე მოცულობით მიეწოდება გაზი რუსეთიდან
სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც რუსეთმა გააკეთა განცხადება გაზის ექსპორტის განახლების შესახებ. ევროკომიის პრეს-მდივანმა პია არენკილდე ჰანზენმა ორივე მხარეს - უკრაინასაც და რუსეთსაც - მოუწოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ. [არენკილდე ჰანზენის ხმა] “ინფორმაციით, რომელიც ჩვენმა მეთვალყურეებმა რუსეთიდან მოგვაწოდეს, ამჟამად გაზი ან სართოდ არ არის გამოშვებული, ან გამოშვებულია ძალიან ცოტა მოცულობით. ჩვენ ამ ეტაპზე არ ვაკეთებეთ დასკვნებს მიზეზების შესახებ, მაგრამ ვითარება, რასაკვირველია, ძალიან სერიოზულია და სასწრაფოდ გაუმჯობესებას საჭიროებს”. რუსეთის კომპანია "გაზპრომი" უკრაინის მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას გაზის ტრანზიტის დაბლოკისთვის.
XS
SM
MD
LG