Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი


ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი კნუტ ვოლებეკი

ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი კნუტ ვოლებეკი
აფხაზეთიდან დაბრუნების შემდეგ დღეს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს შეხვდა. მისი განცხადებით, რუსეთი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის დაბლოკვით ჩადენილი დანაშაულის დაფარვას ცდილობს. თავის მხრივ, კნუტ ვოლებეკი საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელებას აუცილებლად მიიჩნევს. დღესვე უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ეუთო დაინტერესებულია საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისა და სომხების მდგომარეობით.
XS
SM
MD
LG