Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევნის ცენტრში ოპოზიციის ათი ათასამდე


ერევნის ცენტრში ოპოზიციის ათი ათასამდე მომხრემ მოაწყო მასობრივი მსვლელობა,

ერევნის ცენტრში ოპოზიციის ათი ათასამდე მომხრემ მოაწყო მასობრივი მსვლელობა,
რითაც პატივი მიაგო ერთი წლის წინათ, 2008 წლის 1 მარტს დაღუპულთა ხსოვნას. მაშინ სომხეთის დედაქალაქში, მოხდა შეტაკებები პოლიციასა და ყოფილი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეთა შორის. საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დარბევას რვა დემონსტრანტისა და ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღევანდელი აქცია არასანქცირებული იყო, მაგრამ მოლაპარაკების შედეგად, პოლიციამ გადაწყვიტა, ხელი არ შეეშალა მსვლელობის მონაწილეთათვის. მსვლელობის დაწყებამდე გაიმართა მიტინგი, რომლის მონაწილეები შეძახილებით შეეგებნენ ლევონ ტერ-პეტროსიანის გამოჩენა. ოპოზიციის ლიდერმა მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლება და თავის მხარდამჭერებს მშვიდობიანი ბრძოლისკენ მოუწოდა. ამ ბრძოლის მიზანი - ტერ-პეტროსიანის თქმით - ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაა. [ტერ-პეტროსიანის ხმა] "არ გამოვრიცხავ, მალე მმართველი რეჟიმი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ გადადგომა მოუხდეს და ჩვენ მოგვმართოს ეროვნული ხსნის მთავრობის ჩამოყალიბების თხოვნით. ეს კრიზისი უფრო მძიმე და ძნელად დასაძლევი იქნება, ვიდრე 90-იანი წლების კრიზისი იყო."
XS
SM
MD
LG