Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის 79 რეგიონში დღეს ადგილობრივი


რუსეთის 79 რეგიონში დღეს ადგილობრივი არჩევნები გაიმართა.

რუსეთის 79 რეგიონში დღეს ადგილობრივი არჩევნები გაიმართა.
ამომრჩეველთა აქტიურობამ რეგიონების უმრავლესობაში 30-დან 40 პროცენტამდე შეადგინა. ფედერაციის ცხრა სუბიექტში რეგიონული პარლამენტები აირჩიეს. წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთი" ცხრავე რეგიონში ხმების 50 პროცენტზე მეტს აგროვებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ კენჭისყრამ სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტები იუწყებიან დარღვევების შესახებ, მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში, სამარისა და მოსკოვის ოლქებში, აგრეთვე თათარსტანში.
XS
SM
MD
LG