Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში გაიმართა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების


ვენაში გაიმართა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის, ოპეკის მინისტრების შეხვედრა.

ვენაში გაიმართა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის, ოპეკის მინისტრების შეხვედრა.
შეხვედის მთავარი საკითხები იყო ნავთობზე დაბალი ფასები და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. მიღწეულია შეთანხმება, რომ უფრო მეტად არ შეამცირებენ ნავთობის პროდუქციას და მაისამდე შეინარჩუნებენ პროდუქციის ამჟამინდელ დონეს. გასული წლის ბოლოს ოპეკმა ნავთობის პროდუქციის შეკვეცა გადაწყვიტა, რათა ზემოქმედება მოეხდინა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასებზე. ვენის შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის ვიცეპრემიერი იგორ სეჩინი. მისი სიტყვებით, რუსეთს სურს მუდმივი წარმომადგენელი ჰყავდეს ოპეკში. სეჩინმა აგრეთვე თქვა, რომ რუსეთი შეამცირებს ნავთობის მოპოვებას და ამავე დროს გაზრდის მის მოხმარებას შიდა ბაზარზე. შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრმა სტივენ ჩუმ თქვა, რომ კმაყოფილია ოპეკის გადაწყვეტილებით არ შემაციროს ნავთობის მოპოვება, მაგრამ დასძინა, რომ ამერიკა მომავალშიც უნდა შეეცადოს ენერგეტიკის სფეროში დამოუკიდებელი იყოს.

XS
SM
MD
LG