9 აპრილის აქციების ორაგნიზატორი პარტიების წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლები მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მოსახლეობას შეხვდებიან, ზეგ კი გორში ჩავლენ. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, მას კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა გაუზიარა შთაბეჭდილება, რომ რეგიონების მოსახლეობაში არის ხელისუფლებისადმი დიდი საპროტესტო მუხტი, რაც ძიძიგურის აზრით, ნიშნავს იმას, რომ "9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მთელი საქართველო დადგება".
ყველაზე პოპულარული
1