Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა თურქეთშია


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გუშინ ჩეხეთის რესპუბლიკიდან ორი დღით თურქეთში გაემგზავრა. მანამდე, პრაღაში გამართულ ევროკავშირი-შეერთებული შტატების სამიტზე ობამამ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ობამას თქმით, ეს იქნებოდა ”მნიშვნელოვანი სიგნალი”. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა საკოზიმ კიდევ ერთხელ გამოხატა პოზიცია და აღნიშნა, რომ ის თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია, რადგან თურქეთი აზიის ნაწილია და არა ევროპის. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი განაცხადა, რომ თურქეთის გაწევრიანების საკითხი ღია რჩება. თურქეთი ევროკავშირის წევრობის ოფიციალურ კანდიდატად 2005 წლიდან ითვლება.
XS
SM
MD
LG