Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ერაყელებს შერიგებისკენ მოუწოდებს


შეერთბული შტატების პრეზიდენტი ერაყელებს პოლიტიკური შერიგებისა და თავიანთ ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს, რაც შეერთებული შტატების სამხედროებს საშუალებას მისცემს დაიწყონ ერაყიდან გასვლა. სამშაბათს ერაყში ვიზიტისას ობამა ამერიკელ სამხედროებსაც შეხვდა. ობამას მოულოდნელი ვიზიტი ერაყში თითქმის 5 საათს გაგრძელდა. ბარაკ ობამა შეხვდა ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკისაც. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მომავალი 18 თვე იქნება კრიტიკული ერაყში სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით, რადგან ქვეყანაში არჩევნებია დაგეგმილი. შეერთებული შტატების ჯარი 2011 წლის ბოლოსთვის ერაყის დასატოვებლად ემზადება. ამჟამად ერაყში 140 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება. ერაყიდან ობამა ვაშინგტონში დაბრუნდა, რითაც დასრულდა რვა-დღიანი ტურნე, რომლის დროსაც შტატების პრეზიდენტი იმყოფებოდა - ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და თურქეთში.
XS
SM
MD
LG