Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელჩების ჯგუფი ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს


საქართველოში აკრედიტებული ელჩების სამუშაო ჯგუფმა ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდა, არსებული პრობლემები კონსტრუქციული დიალოგით მოაგვარონ. ამასთან, დიპლომატებმა ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდეს, არ მიმართონ ძალადობას და პროტესტის გამოხატვის უფლება დაიცვან. საქართველოში დემოკრატიული პრინციპების ხელშესაწყობად შექმნილი სამუშაო ჯგუფი ეუთოს წევრ სახელმწიფოთა ელჩებს, ევროკომისიის ხელმძღვანელს და ევროსაბჭოს და გაეროს გენერალური მდივნების სპეციალურ წარმომადგენლებს აერთიანებს.
XS
SM
MD
LG