Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია რუსთაველზე 10 აპრილს განახლდება


ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ აქციაზე შეკრებილებს მოუწოდა 10 აპრილს, 15:00 საათზე დაბრუნდნენ რუსთაველის პროსპექტზე. თუმცა, მან დაამატა რომ აქცია მთელ ღამეს გასტანს. ”ვინც დაიღალა წავიდეს, მაგრამ მიტინგი არ იშლება. დღეც და ღამეც აქ ვიქნებით, ვიდრე სააკაშვილი არ გადადგება. მთავარია რუსთაველის გამზირი იყოს გადაკეტილი” - თქვა მან. პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ოპოზიციის ლიდერები და მორიგე ჯგუფები. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მათ შეკრებილებს ხვალინდელ მიტინგზე გააცნობენ. ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ კი მანამდე, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებისგან ადეკვატურ პასუხს ელოდება.
XS
SM
MD
LG