Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი აჰმადინეჟადის განცხადებას უნდობლობით უყურებს


ვაშინგტონი უნდობლობით უყურებს ირანის განცხადებებს ბირთვული პროგრამის შესახებ. ხუთშაბათს ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ირანის მიერ ”ბირთვული დღის” აღნიშვნის დროს განაცხადა, რომ ირანი ახლა 7 000 ცენტრიფუგას ამუშავებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ადრეც მოუსმენია მსგავსი განცხადებები: ”არ ვიცით რა დავიჯეროთ ირანის პროგრამების შესახებ. წლების მანძილზრ ბევრი და განსხვავებული შეფასება თუ განცხადება მოგვისმენია” - განაცხადა ჰილარი კლინტონმა. ირანის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ირანი მზად არის დასავლეთთან მოლაპარაკებებისთვის, თუკი ეს მოლაპარაკებები ”სამართლიანობასა და პატივისცემას” დაეფუძნება.
XS
SM
MD
LG