Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოში ნატოს წვრთნის ჩატარებას ეწინააღმდეგება


რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრის, ანატოლი ციგანიოკის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ უნდა გააუქმოს საქართველოს ტერიტორიაზე მაისში დაგეგმილი წვრთნა. ანატოლი ციგანიოკი მიიჩნევს, რომ წვრთნას, აგვისტოს კონფლიქტის ფონზე ანტირუსული ხასიათი ექნება. ნატოს სწავლება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 3 მაისს დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება. ის ალიანსის პროგრამის, “პარტნიორობა მშვიდობისთვის” ფარგლებში ტარდება.
XS
SM
MD
LG