საქართველოში აშშ-ის საელჩომ უარყო ცნობა, თითქოს დღეს თბილისს ესტუმრება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მეთიუ ბრაიზა. ინფორმაცია ამერიკელი დიპლომატის ვიზიტის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს საქართველოს ტელეკომპანიებმა, რომელთა კორესპონდენტები ვაშინგტონში ახლდნენ საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, თბილისში მეთიუ ბრაიზას ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. მან დღეს საქართველოს საზღვარი აზერბაიჯანიდან მხოლოდ ტრანზიტის მიზნით გადაკვეთა და ერევანში გაემგზავრაო, აცხადებენ საელჩოში.
ყველაზე პოპულარული
1