Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს გარიგებას ნავთობის სფეროში


ჩინეთმა და რუსეთმა დღეს ხელი მოაწერეს შეთანხმებას ნავთობის სფეროში. მისი პირობებით, გაიყვანენ ნავთობსადენს, რომლითაც რუსეთის ნავთობი მიეწოდება ჩინეთს. გარიგებას, რომელსაც მიაღწიეს თებერვალში, პეკინში ხელი მოაწერეს ჩინეთის ვიცე-პრემიერმა, ვან სიშანმა და რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა. რუსეთი გაიყვანს ნავთობსადენს და მიაწვდის ჩინეთს ნავთობს, რის საპასუხოდაც ჩინეთი 25 მილიარდ დოლარს გადაუხდის რუსეთის სანავთობო ფირმებს, “როსნეფტს” და მილსადენების ოპერატორს “ტრანსნეფტს”.
XS
SM
MD
LG