Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრთა კაბინეტის დახურული სხდომა დასრულდა


მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის დახურულ სხდომას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უძღვებოდა. როგორც სხდომის შემდეგ მინისტრებმა აღნიშნეს, ძირითადად, საუბარი შეეხებოდა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებს, ასევე ახალ პროექტებს. ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობა მუშაობას გააძლიერებს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით; ძირითადად, საქმე ეხება ექსპორტის შესაძებლობების გაზრდას, რისი პოტენციალიც საქართველოში არსებობს. მისივე თქმით, საუბარი იყო ენერგეტიკის სფეროში არსებულ ოთხწლიან პროგრამაზე, რომელიც ეხება ენერგეტიკის სფეროს განვითარებას.
XS
SM
MD
LG