Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გრძელდება კარვებისა და საკნების აქცია


თბილისში გრძელდება კარვებისა და საკნების აქცია. გუშინ ღამით საკნების რიცხვმა ისევ იმატა. დღეს დილიდან რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა. პარლამენტის წინ განლაგებულ საკნებში მუდმივად რჩებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. საზოგადოებრივი ტელევიზიის წინ ოპოზიციის მხარდამჭერებს გზა საკნებით აქვთ გადაკეტილი. საინფორმაციო მიტინგი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 17 საათზე განახლდება. აქვე გაირკვევა, გადაინაცვლებს თუ არა მოგვიანებით მანიფესტაცია საზოგადოებრივი ტელევიზიის შენობასთან. რუსთაველის გამზირს ოპოზიციის აქტივისტები და მოხალისეები ასუფთავებენ.
XS
SM
MD
LG