Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის შეფასებით, ლავროვმა "უაზრობა" თქვა


ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთის განცხადებით, სერგეი ლავროვმა "უაზრობა" თქვა, როცა ევროკავშირი დაადანაშაულა, თითქოს ის "გავლენის სფეროს" შექმნისკენ მიისწრაფოდეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა 21 მარტს გამოთქვა შეფასება, რომ ევროკავშირი ცდილობს გავლენის სფეროს შექმნას 6 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან, ე.წ. აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ამოქმედებით. როგორც ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარელ შვარცენბერგმა დღეს განაცხადა, ლავროვმა თვითონვე იცის, რომ ეს "უაზრობაა". ლავროვი ხვალ უნდა შეხვდეს ევროკავშირის დიპლომატებს ლუქსემბურგში, წინასწარ დიდი ხნით ადრე დაგეგმილ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა ითვალისწინებს ევროკავშირის თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, მოლდავეთთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან.
XS
SM
MD
LG