პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, უშიშროების ძალებმა 20 ექსტრემისტი დახოცეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე დირის რაიონში ახლაც მიმდინარე ოპერაციის დროს. სამხედროების ცნობით, 26 ექსტრემისტი მოკლეს კვირას, როცა ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ექსტრემისტების მიერ განხორციელებულმა იერიშმა ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.