Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მასპინძლობით პრაღაში გაიმართა ენერგეტიკის სამიტი


ევროპის კავშირმა, პრაღაში, - თავისი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქში, უმასპინძლა შეხვედრას, რომლის მონაწილეების მიზანი იყო ახლო აღმოსავლეთს და შუა აზიას, და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების დამყარება.
ევროპის კავშირი საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ეგვიპტესთან ერთად დათანხმდა შეუერთდეს მიზნებს, რომელიც რუსეთისგან მოწოდობეის დამოუკიდებლად ახალი ენერგომილსადენების აგებას უკავშირდება. პრაღაში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, “გაუწიონ საჭირო პოლიტიკური მხარდაჭერა, და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური და საფინანსო დახმარება დაგეგმილი მილსადენების და სატრანსპორტო მარშრუტების მშენებლობას, რომლის გზითაც გაზი კასპიის რეგიონიდან და ახლო აღომოსავლეთიდან ევროპის ბაზარს უნდა მიაწოდონ". ენერგიის "სამხრეთის დერეფნის" გარშემო დღეს შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, ყაზახეთის, თურქეთის, თურქმენეთის, და უზბეკეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის. რუსეთი, უკრაინა და აშშ შეხვედრას მეთვალყურეების სტატუსით ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG