სოციალური სიდუხჭირე და საზოგადოების დეპრესია; ბავშვები, რომელთაც სიძულვილსა და გულგრილობაში ცხოვრება ემუქრებათ და ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, საქართველოში შიმშილით არავინ კვდებაო.
ამაზე საუბრობს გიორგი გვახარიას სტუმარი, სოციოლოგი მიხეილ სვანიძე. გადაცემა, რომელსაც ”სოციალური მგრძნობელობა” ჰქვია, გაგვახსენებს სოციალური პროტესტის ფორმებს მეოცე საუკუნეში და თანამედროვე მსოფლიოში.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.