Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში დასრულდა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მეორე რაუნდი


ჟენევაში დასრულდა რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე. კვლავაც გასაიდუმლოებულია ამ, შვეიცარიის შუამავლობით გამართული შეხვედრის დეტალები, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა, საქართველოს დელეგაციის წევრმა, პრემიერ-მინისტრის მთავარმა მრჩეველმა თამარ კოვზირიძემ, მოლაპარაკების დღეს დასრულებული, მეორე რაუნდი, პირველთან შედარებით, მეტი ”კონკრეტულობით” გამოირჩეოდა. მისი თქმით, საქართველოს პოზიცია უცვლელად დარჩა და ის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, კვლავაც გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ორი საბაჟო-გამშვები პუნქტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. კოვზირიძის ინფორმაციით, გაგრძელდება საქართველოს მოთხოვნის დარეგულირების სხვადასხვა მექანიზმის განხილვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესამედაც შეხვდებიან ერთმანეთს. მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გაიმართება. კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა.
XS
SM
MD
LG