Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები შემოიღო სირიის წინააღმდეგ


აშშ-მა სანქციები შემოიღო სირიის წინააღმდეგ, ევროკავშირი კი მზად ჩანს ასეთივე ნაბიჯის გადასადგმელად სირიის ხელისუფლების მიერ დემონსტრანტებისადმი რეპრესიული ზომების განხორციელებასთან დაკავშირებით. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, ვაშინგტონი ფინანსურ შეზღუდვას უწესებს სირიის დაზვერვის სააგენტოს და პერზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ორ ნათესავს ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო. თეთრი სახლის განცხადებით, ის გადაჭრით გმობს სირიის მთავრობის მიერ ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ბრიუსელში კი ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ასადის რეჟიმისთვის ემბარგოს იარაღზე და ისეთ აღჭურვილობაზე დაწესების შესახებ, რომლის გამოყენებაც რეპრესიული ზომებისთვის არის შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG