Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფი გადაურჩა ნატოს იერიშს, რომელმაც მისი შვილი და სამი შვილიშვილი შეიწირა


ლიბიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მუამარ კადაფი გადაურჩა ნატოს საჰაერო დარტყმას დედაქალაქ ტრიპოლიში მდებარე სახლზე, სადაც კადაფის 29 წლის ვაჟიშვილი და სამი შვილიშვილი დაიღუპნენ. ნატო უარყოფს, რომ მიზანმიმართული იერიში მიიტანა კადაფის, ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. ნატოს ამ განცხადებამდე, რომ ალიანსი არ ახორციელებს დარტყმებს კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ჟურნალისტებს მიმართა ლიბიის მთავრობის პრესმდივანმა მუსა იბრაჰიმმა. მისი თქმით, ახლა „ყველასთვის ნათელია, რომ იმას, რაც ლიბიაში ხდება, არაფერი აქვს საერთო სამოქალაქო პირების დაცვასთან“. ლიბიაში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე მიმდინარე ოპერაციები მიზნად ისახავს კადაფის მოწინააღმდეგე მეამბოხეების მხარდაჭერას. თვით კადაფი 1969 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩადგა ხელისუფლების სათავეში. ამჟამად მეამბოხეები აკონტროლებენ აღმოსავლეთ ლიბიის უდიდეს ნაწილს მაშინ, როცა შეტაკებები გრძელდება.
XS
SM
MD
LG