Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში თავს დაესხნენ რამდენიმე უცხოურ ობიექტს


ლიბიაში თავს დაესხნენ გაეროს შენობებს და რამდენიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენლობებს მას შემდეგ, რაც ბევრი განარისხა ნატოს საჰაერო დარტყმამ ტრიპოლიში. ნატოს ამ იერიშის შედეგად, როგორც იუწყებიან, მუამარ კადაფის ვაჟიშვილი და სამი შვილიშვილი დაიღუპნენ. გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის განუცხადა, რომ ლიბიიდან თანამშრომლების გაყვანას აპირებს. ბრიტანეთმა კი ლიბიის ელჩი გააძევა ლიბიაში ბრიტანეთის წარმომადგენლობაზე თავდასხმის შემდეგ. თავდასხმა მოეწყო ლიბიაში იტალიის საელჩოზეც, რასაც „ვანდალიზმის აქტი“ უწოდა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. როგორც იუწყებიან, კადაფი ცოცხალი გადაურჩა ნატოს საჰაერო დარტყმას, რომელმაც, დაუდასტურებელი ცნობებით, კადაფის 29 წლის ვაჟიშვილი და სამი შვილიშვილი შეიწირა. ნატო უარყოფს, რომ მიზანმიმართული იერიში მიიტანა კადაფის, ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლების განმარტებით, საჰაერო დარტყმა უფრო მასშტაბური ოპერაციის შემადგენელი ნაწილი იყო.
XS
SM
MD
LG