Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკლულია ოსამა ბინ ლადენი


”სი-ენ-ენი”, აშშ-ისა და პაკისტანის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის ზოგიერთ დეტალზე წერს. ოპერაცია პაკისტანის დედაქალაქიდან დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით - აბოთაბადში განხორციელდა.

ოსამა ბინ ლადენთან ერთად მოკლულია მისი ოჯახის რამდენიმე წევრი. თავდასხმისას ადგილზე იმყოფებოდნენ პაკისტანის სადაზვერვო უწყების წარმომადგენლებიც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბინ ლადენმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია სპეცრაზმს და ის ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

პაკისტანის დაზვერვის უწყების წარმომადგენლის თანახმად, არ არის დაზუსტებული ვინ ესროლა ოსამა ბინ ლადენს. ამერიკელი ინფორმატორის თანახმად, ალ-ყაიდის ლიდერს თავში ესროლეს. თავდასხმისას მოკლეს კიდევ სამი კაცი და ერთი ქალი, რომლებიც ცოცხალ ფარად გამოიყენეს.

ამერიკელთა შორის მსხვერპლი არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ რეიდის დროს კატასტროფა განიცადა ამერიკულმა ვერტმფრენმა. ასევე ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ობამას ადმინისტრაციას ოპერაციამდე არც ერთი ქვეყნისთვის არ გაუზიარებია სადაზვერვო ინფორმაცია, მათ შორის - არც პაკისტანისთვის. მხოლოდ აშშ-ის მთავრობაში ადამიანთა მცირე ჯგუფმა იცოდა ოპერაციის დაგეგმვის შესახებ. აშშ თავდაცვის უწყების წყარო კი აცხადებს, რომ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციაში ამერიკელ საზღვაო ქვეითთა სპეცრაზმი მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG