Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო კრება 21 მაისიდან იწყებს საერთო-სახალხო გამოსვლებს


სახალხო კრებამ დღეს განაცხადა, რომ 21 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით იწყებს ხელისუფლების საწინააღმდეგო საერთო-სახალხო გამოსვლებს. წარმომადგენლობითი სახალხო კრების ცნობით, საპროტესტო აქციები თბილისში, ბათუმსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართება, კოლონების გადაადგილებასა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას კი, "შეფიცულთა" ჯგუფები უზრუნველყოფენ. სახალხო კრებამ ოპოზიციურ პარტიებს 21 მაისს დაგეგმილი გამოსვლების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG