Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ეხმაურება ბინ ლადენის სიკვდილს


მსოფლიოს ლიდერები მიესალმნენ ცნობას ბინ ლადენის სიკვდილის თაობაზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ამას „მნიშვნელოვანი წარმატება“ უწოდა, თუმცა დასძინა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, ავღანეთის თალიბანმა გაკვეთილი უნდა გამოიტანოს და ბრძოლა შეწყვიტოსო. ბინ ლადენის სამშობლომ - საუდის არაბეთმა - ოფიციალურ განცხადებაში მის სიკვდილს „ტერორიზმის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა. პაკისტანის თალიბანის წარმომადგენლის განცხადებით, ჯგუფი თავდასხმებს გეგმავს პაკისტანის მთავრობის, არმიისა და აშშ-ის წინააღმდეგ. პალესტინელთა ისლამისტურმა ჯგუფმა, ჰამასმა, ბინ ლადენის მოკვლა დაგმო და მას „არაბი წმინდა მებრძოლი“ უწოდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში ჯარის განთავსებისთვის არანაირი საბაბი აღარ დარჩა.
XS
SM
MD
LG