Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანული წარმოშობის ამერიკელ ჟურნალისტს განაჩენი შეუმცირეს


ირანში დაპატიმრებული ირანული წამოშობის ამერიკელი ჟურნალისტის, როქსანა საბერის ადვოკატი აცხადებს, რომ ჟურნალისტს დღის განმავლობაში გაათავისუფლებენ. სასამართლომ დღეს საბერის პატიმრობის განაჩენი ორწლიანი პირობითი სასჯელით შეუცვალა. საბერი შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. მაგრამ როგორც მისმა ადვოკატმა, სალეჰ ნიკბახტმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, წინა სასამართლოს გადაწყვეტილება გაბათილდა. ადვოკატის თქმით, ჟურნალისტს ირანის დატოვების უფლება ექნება - მაგრამ ქვეყანაში ჟურნალისტურ საქმიანობას ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს.
XS
SM
MD
LG