Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისს აღლუმის ჩატარება ხელისუფლების თვითმიზანი არაა


26 მაისს ოპოზიციის ლიდერთა მიერ რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო აღლუმის ჩატარების ინიციატივის საპასუხოდ, თბილისის მერმა დღეს განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის და საზეიმო ღონისძიებების ჩატარება ხელისუფლების თვითმიზანს არ წარმოადგენს. „ბუნებრივია, ჩვენ არ წამოვეგებით პროვოკაციაზე და არ წავალთ ესკალაციაზე, მაგრამ დავაფიქსირებთ, რომ ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკური შეცდომა და პროვოკაცია, რომელიც მიზნად ხელისუფლების მიერ კანონიერი ძალის გამოყენებას ისახავს“ - განაცხადა გიგი უგულავამ. მისივე თქმით, ამ ფუფუნებას პოლიტიკურ ლიდერებს ხელისუფლება არ მისცემს.
XS
SM
MD
LG