Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა მესა ჩაატარა ნაზარეთში და ისრაელის პერმიერ-მინისტრს შეხვდა


პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ, რომელიც წმინდა მიწაზე მოგზაურობას განაგრძობს, დღეს მესა ჩაატარა ნაზარეთში. ნაზარეთი ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს. პაპის სანახავად ათიათასობით მორწმუნე შეიკრიბა ქალაქთან, რომელშიც, ბიბლიური გადმოცემით, იესო ქრისტემ ბავშვობა გაატარა. დღესვე პაპი ისრაელის პერმიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს შეხვდა. ნეტანიაჰუმ პაპს მიმართა, თავისი სიტყვა თქვას და გამოიყენოს მორალური ავტორიტეტი, რათა დაგმოს ირანის პრეზიდენტის აჰმადინეჟადის ისრაელის საწინააღმდეგო გამოსვლები. ნეტანიაჰუს და პაპის 15 წუთიანი შეხვედრა პირადი ხასიათისა იყო, მათ ახლო აღმოსავლეთზე მოსაზრებები გაცვალეს.
გუშინ ბეთლეემში პონტიფექსმა მოლაპარაკება გამართა პალესტინელების ლიდერ მაჰმუდ აბასთან და დაადასტურა ვატიკანის მხარდაჭერა პალესტინელების სუვერენული სახელმწიფოს შექმნის მიმართ.
XS
SM
MD
LG