Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა გუანტანამოს საკითხში დათმობას არ აპირებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ არ შეცვლის თავის დაპირებას და, კონგრესის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, დახურავს გუანტანამოს საპყრობილეს. ეროვნული უშიშროების თემაზე სიტყვაში ობამამ თქვა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ციხის არსებობამ ზიანი მიაყენა მსოფლიოში ამერიკის მორალურ ავტორიტეტს. ობამამ ასევე თქვა, რომ ზოგიერთი პატიმარი, შესაძლოა, შეერთებულ შტატებში საგანგებო საპატიმროებში იქნეს გადაყვანილი. მაგრამ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს არავის, ვინც საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას. გუშინ აშშ-ის სენატმა უკუაგდო ობამას მოწოდება, გამოიყოს 80 მილიონი დოლარი ტერორიზმში ეჭვმიტანილთა საპატიმროს დახურვისთვის და მხარი არ დაუჭირა შეერთებულ შტატებში პატიმართა გადაყვანას. კონგრესის წევრების თქმით, 240 პატიმრიდან ნებისმიერის გადაყვანა შეერთებულ შტატებში ამერიკის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი ციხეში იქნებიან მოთავსებული.
XS
SM
MD
LG