Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა: "რუსეთთან ურთიერთობები არ გამოდის"


ბელორუსიის პრეზიდენტის თქმით, მისმა ქვეყანამ აღარ უნდა მოუხაროს ქედი რუსეთს. ეს განცხადება ალექსანდრ ლუკაშენკამ გააკეთა მას მერე, რაც კრედიტის თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა. ლუკაშენკას თქმით, რუსეთთან ურთიერთობები "არ გამოდის და ბელორუსიამ პლანეტის სხვა ნაწილებში უნდა ეძებოს ბედნიერება". მანამდე რუსეთის ფინანსთა მინისტრიმა, ალექსეი კუდრინმა თქვა, რომ მოსკოვი გადადებს მინსკისთვის 500 მილიონი დოლარის სესხის მიცემას, ვინაიდან, მისი თქმით, ბელორუსია, შესაძლოა, წლის ბოლოსთვის გადახდისუუნარო გახდეს.
XS
SM
MD
LG