Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ერაყში ჰუმანიტარული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამტაცებელ პირს


ბაღდადში სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ერაყის მოქალაქეს, რომელმაც გაიტაცა და მოკლა ჰუმანიტარული მისიის ბრიტანელი თანამშრომელი. მარგარეტ ჰასანი საერთაშორისო ორგანიზაციის “კეარის” ერაყული განყოფილების დირექტორი იყო. ის 2004 წელს გაიტაცეს. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ის დახმარებას და შველას ითხოვდა. ოთხი თვის შემდეგ მისი სიკვდილის შესახებ ცნობა გავრცელდა, მაგრამ მისი გვამი არ უნახავთ.
ალ რავი ამ საქმესთან დაკავშირებული მეორე განსასჯელი იქნება. პირველს, 2006 წელს ასევე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
XS
SM
MD
LG