Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, სახლის ჩამონგრევის შედეგად, 68 წლის ქალი გარდაიცვალა


თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ჩამოინგრა ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი, რის შედეგადაც გარდაიცვალა 68 წლის ქალი. “ინტერპრესნიუსის” სააგენტოს მოჰყავს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ შენობის ჩამონგრევის მიზეზს გამოძიება დაადგენს. სამადაშვილის თქმით, დაზარალებულები კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. თბილისის მერზე, გიგი უგულავაზე დაყრდნობით, „ინტერფაქსის“ სააგენტო იუწყება, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შენობის სანახევროდ ჩამონგრეული ნაწილის დემონტაჟის შესახებ.
XS
SM
MD
LG