Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის არჩევნებში აჰმადინეჟადის აშკარა გამარჯვება ეჭვს აღძრავს


ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ისფაჰანში
ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ისფაჰანში
გუშინ ირანში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული გამოცხადდა. გამოცხადდა შინაგან საქმეთა მინისტრის, სადეხ მაჰსულის მიერ, რომ პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა არჩევნები მოიგო 62, 6 პროცენტით, მისმა მთავარმა კონკურენტმა, მირ ჰოსეინ მუსავიმ კი, მხოლოდ 34 პროცენტი მიიმხრო.

რეფორმისტმა კანდიდატმა, მუსავიმ, თქვა, რომ არჩევნები აშკარა დარღვევებით ჩატარდა. მან თავის მიმართვაში ირანელებისადმი არჩვევნების გამოცხადებულ შედეგებს უწოდა “შოკის მომგვრელი” და მთავრობას მოუწოდა, აღიაროს ხალხის არჩევანი. მუსავიმ თქვა, რომ ის არ აპირებს “საშიშ ფარსს დანებდეს”, რომ თავის მომხრეებთან ერთად შეებრძოლება “ტყუილის და დიქტატორის მმართველობას”.
ირანის სასულიერო ლიდერმა, აითოლა ალი ხამენეიმ ქებით მოისხნია აჰმდაინეჟადის კვლავ არჩევა. მან თქვა, რომ მისი გამარჯვება ნამდვილი ზეიმია, ეს არის გარანტია ქვეყნის წინსვლისა და უსაფრთხრებისთვისო.
ათასობით ადამიანი გავიდა ირანის დედაქალაქის ქუჩებში, რათა პროტესტი გამოეთქვა არჩევნების შედეგების მიმართ. თეირანიდან იუწყებიან უშიშროების ძალებსა და პროტესტის მონაწილეთა შორის შეტაკებების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გარშემო პოლიციამ ღზუდე აღმართა. ხელისუფლების თანახმად, ის არ დაუშვებს დემონსტრაციებს უფლების გარეშე.
პოლიციის ძალებია განთავსებულ ყველგან, საარჩევნო კომისიის ოფისებთან და სამთავრობო შენობებთან. ქალაქებში მოძრაობს პოლიციის რაზმები მოტოციკლებით. მთელ ქვეყანაში უკვე გუშინიდან თითქმის სრულიად არის შეჩერებული მოკლე ტექსტური შეტყობინების სისტემა. ხელისუფლებამ შეაჩერა ზოგიერთი სოციალური ქსელის მუშაობაც.
ირანში ბევრი ზეიმობს აჰმადინეჟადის გამარჯვებას.

ძალიან ბევრია ირანში შოკირებული ოფიციალური შედეგების გამო. რეფორმისტი სტუდენტების ჯგუფის ერთერთი ლიდერი, მეჰდი არაბშაჰი ლაპარაკობს სერიოზულ ეჭვზე არჩევნების შეგების გაყალბების შესახებ.
არაბშაჰის ლოგიკა მარტივია, ის ამბობს, რაც ჩვენ ვიხილეთ დიდ და პატარა ქალაქებში, სოფლებშიც, ასეთი მასიური მიმხრობა სხვა კანდედიდატებისადმი, იმის დასტურია, რომ აჰმადინეჟადს არ შეეძლო მოეგო არჩევნები, გაიმარჯვა სხვა კანიდატმა, და თუკი ეს ასე არაა, მაშინ მეორე ტური მაინც უნდა დაინიშნოსო.

კრიტიკოსებს ეჭვს უჩენს გამარჯვებულად აჰმადინეჟადის ნაადრევად გამოცხადება. წინა არჩევნებზე, ჩველუბრივ, შედეგები რეგიონების მიხედვით ნელნელა ცხადდებოდა ხოლმე. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა ხალხის რაოდენობას, რომელიც მიემხრო აჰმადინეჟადს. ზოგ შემთხვევაში, ძალიან უჩვეულოა პრეზიდენტის აშკარა გამარჯვება რეგიონებში. ერი დეტალი მოჰყავთ მათ, რომ რეფორმისტმა კანდიდატმა, მეჰდი ქერუბიმ, ოფიციალური ცნობით, თავის მშობლიურ ქალაქშიც კი წააგო არჩევნები, რაც კრიტიკოსებს ასევე საეჭვოდ მიაჩნიათ. რეფორმისტი ჟურნალისტი თეირანში, სარეჯედინ მირდამადი მოწმე გახდა საეჭვო ვითარებისა შინაგ საქმეთა სამინისტროში, დედაქალაქში. გიმეორებთ ბიულეტენებს ირანში შინაგან საქმეთა სამინისტრო ითვლის.

სამინისტროში შესვლა მინდოდა და არ შემიშვეს, თუმცა საშვი მქონდა, უამბო მან ჩვენს ირანელ კოლეგებს ტელეფონით. შემდეგ დავინახე, რომ შენობაში არ უშვებდნენ თვით თანამშრომლებს, სამსახურში მიმავალთ. ერთმა მათგანმა მოვგიანებით მითხრა, რომ არაერთი განყოფილების თანამშრომლები შენობაში არ შეუშვიათო.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობენ დამოუკიდებელი მეთვალყურეებიც.
თეირანიდან შემდეგი უამბო ჩვენს კოლეგებს ბარაკმა, მუსავის მომხრემ, რომლემაც თქვა, რომ ხალხი არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტს მიმართავს, მათ ისეთი გრძნობა აქვთ, რომ მათი უფლება დაირღვა.
ბარაკი ჰყვება, რომ თეირანში ვითარება დაძაბულია, მაგრამ ამასთან ერთად, შეიგრძნობთ აშკარა აზრით დატვირთულ დუმილს, შემიძლია ვთქვა, რომ თეირანს არასჯერა შედეგებისა, რომელიც გამოაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მილიონობით ირანელი ახალგაზრდა, რომელიც რეფორმისტ კანიდატს მუსავის უჭერდა მხარს და გუშინდლამდე მწვანე ფერის დროშებით და თავსაკრავებით ავსებდა თეირანის ქუჩებს, ახლა იმედგაცრუებულია, პროტეტის განწყობა აქვს. თავიანთ გრძონებს ისინი გამოხატავენ “ფეისბუკის” სოციალური ქსელის საშუალებით, რამდენიმე მათგანმა გამოფინა ირანის რუკის ფოტო, რომელიც იწვის. სხვები დღევანდელ დღეს "შავ შაბათს" უწოდებენ. “ფეისბუკითვე", ვრცელდება ფოტოები და ვიდეოკადრები თეირანში პოლიციასთან შეტაკებების თუ უშიშროების ძალების ძალადობის შესახებ.
თვითონ მუსავიმ, რომელსაც დღეს პრესკონფერენცია უნდა ჩაეტარებინა, გადადო.
XS
SM
MD
LG