Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო კანცელარიასთან საკნები დაარბიეს


კანცელარიასთან, ინგოროყვას ქუჩაზე საკნები დაარბიეს და საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ნაცემია აქციის ხუთი მონაწილე, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, მათ თავს დაესხა 200-300 ადამიანი. მისი განცხადებით, თავდამსხმელები რკინის ჯოხებით იყვნენ შეიარაღებული და აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდნენ.

ინგოროყვას ქუჩაზე საკნებისგან გათავისუფლებულია და გზა გახსნილია, მაგრამ როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, კვლავ დადგამენ საკნებს და გზაც გადაიკეტება.
XS
SM
MD
LG