Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ის მინისტრის მოადგილემ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი ინციდენტის გამო


დღეს თბილისში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ. პოლიციის სამმართველოსთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პოლიციამ ხელკეტებით დაარბია და ათობით ადამიანი დააკავა. ზღულაძემ კი განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებები აღკვეთეს. ამასთან, ზღულაძე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შს სამინისტრომ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, როცა ვერ უზრუნველყო მედიის წარმომადგენელთა დაცვა. ზღულაძემ ბოდიში მოიხადა ინციდენტის დროს ჟურნალისტების დაზიანების გამო და განაცხადა, რომ მომავალში მათს დაცვას უზრუნველყოფენ. მინისტრის მოადგილის თქმით, ჟურნალისტებისთვის ჩამორთმეული აპარატურა შესაბამის მედიამფლობელებს უკვე გადაეცათ. მან განაცხადა, რომ დააკავეს საპროტესტო აქციის 39 მონაწილე.
XS
SM
MD
LG