Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მაიკლ ჯექსონი


ლოს ანჯელესში, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა მაიკლ ჯექსონი, „პოპის მეფედ“ აღიარებული ამერიკელი მომღერალი. გაზეთი „ლოს ანჯელეს ტაიმსი“ და ასოშიეიტედ პრესის სააგენტო იუწყებიან, რომ ჯექსონს გული გაუჩერდა. მომღერალი სასწრაფოდ მოათავსეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. ივლისის შუა რიცხვებში მაიკლ ჯექსონი, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, პირველი საკონცერტო ტურნეს ჩატარებას აპირებდა, რომლის პირველი კონცერტი ლონდონში უნდა გამართულიყო. ჯექსონი შოუ-ბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად ითვლება. დედამიწის ყველა კონტინენტზე გაყიდულია ჯექსონის ასეულობით მილიონი ალბომი.
XS
SM
MD
LG