რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი სატელევიზიო პროექტის, "წითელი ზონის" მორიგი გადაცემა მთლიანად პარიზშია გადაღებული. გადაცემის თემაა "ემიგრანტები".
გიორგი გვახარია გვიამბობს ორ ადამიანზე, რომლებმაც სხვადასხვა დროს დატოვეს საქართველო; ერთმა - მხატვარმა გუჯი ამაშუკელმა - 70-იანი წლების დასაწყისში, მეორემ - მწერალმა და ჟურნალისტმა პაატა ქურდაძემ - ოცი წლის შემდეგ, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.