ნატოს ჯარები, მას შემდეგ, რაც ამერიკელი სამხედროების დამატებითი კონტინგენტით გაძლიერდება, უფრო ინტენსიურ ოპერაციებს განახორციელებს თალიბანის წინააღმდეგ სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციასა და ქალაქ ყანდაარში. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ნიდერლანდის არმიის გენერალ-მაიორმა მარტ დე კროიფმა ჟურნალისტებთან საუბარში.