დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები. 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 28 948 აბიტურიენტი. მათგან სტუდენტი 27 624 გახდება, აქედან 25 054 ბაკალავრიატის, 2570 – უმაღლესი პროფესიული პროგრამებისა. საგამოცდო პროცესში ჩართულია ათასზე მეტი მეთვალყურე და კურატორი, უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის 30-მდე ბრიგადა. 2005 წლიდან დღემდე აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდებით – 69 787 სტუდენტი ჩაირიცხა.