Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქი ბიზნესმენები საქართველოში სამედიცინო სფეროს ინვესტირებით დაინტერესდნენ


ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია თურქული კომპანია SILA - ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შეხვდა. კომპანია სამედიცინო სფეროში საქმიანობს – მას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საავადმყოფოთა ქსელი აქვს როგორც თურქეთში, ისე სხვა ქვეყნებში. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა იჰსან შაჰინმა მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, SILA-ს მთავარი მიზანია, საქართველოში ჰქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საავადმყოფო, რომელიც მოემსახურება არამარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის რეგიონის მოსახლეობას. ამისთვის კომპანია ინვესტიციის ჩადებას საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ რომელიმე საავადმყოფოში გეგმავს. თურქი ბიზნესმენების განცხადებით, მათ შესაბამისი გამოცდილებაც აქვთ და საშუალებაც, რომ საქართველოში 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელონ.
XS
SM
MD
LG