Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადატრიალების შემდეგ ჰონდურასი ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციიდან გადის


გადატრიალების შემდგომ ჰონდურასის ახალმა მმართველებმა უარყვეს ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის მოთხოვნა, აღადგინონ თანამდებობაზე, ჩამოგდებული პრეზიდენტი, მანუელ სელაია. დროებითი პრეზიდენტის, რობერტო მიკელეტის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ჰონდურასი ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციიდან გადის. მისი განცხადებით, ჰონდურასი არ დაემორჩილება ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის ცალმხრივ და არასასურველ მოთხოვნებს. გარდამავალმა მთავრობამ კომენდანტის საათის მოქმედების ვადა მომავალ კვირამდე გააგრძელა. კათოლიკური ეკლესია ჰონდურასში პირველად ჩაერია ამ კონფლიქტში. კარდინალ ოსკარ როდრიგეს მადრიაგამ თხოვნით მიმართა სელაიას, არ დაბრუნდეს ჰონდურასში, რათა სისხლისღვრა თავიდან იქნეს აცილებული.
XS
SM
MD
LG