Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლანდია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას შეუდგება


ისლანდიის პარლამენტში უმრავლესობა მიემხრო ევროკავშირში ისლანდიის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას. პრემიერ-მინისტრი იოჰანა სიგურდადოტირი აქტიურად ემხრობა ევროკავშირში ისლანდიის შესვლას, რადგან ამ ნაბიჯს მიიჩნევს საუკეთესო გზად ისლანდიის ეკონომიკის სტაბილიზებისთვის. თუ ევროკავშირის 27 წევრი მხარს დაუჭერს ახალი წევრის მიღებას, ისლანდიას მოუწევს საყოველთაო რეფერნდუმის გამართვა, რათა ელექტორატმა მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
XS
SM
MD
LG