ამ დღეებში დასრულდა პირველი ტური სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა კინოფესტივალისა „მე - ადამიანი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟიურიმ შეარჩია 26 რეგიონი, სადაც შემოდგომაზე მშვიდობისა და ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი კინოფესტივალი გაიმართება. ჟიურის წევრი, ჩეხი ჟურნალისტი ელენა ზაიცოვა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა - უწინარესად ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა და ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ - წელს შარშანდელზე ბევრად უფრო მეტი განაცხადი მიიღეს, ე.ი. თბილისში, ერევანში, ბაქოში, სოხუმში, ცხინვალში, სტეფანაკერტში, სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა რეგიონის პატარა ქალაქებსა და სოფლებში გაცილებით უფრო მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი მშვიდობას.
სამხრეთ კავკასიის მშვიდობის ფესტივალი, რომელიც უკვე მესამედ ტარდება, ითვალისწინებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მშვიდობის თემაზე გადაღებული ისეთი დოკუმენტური ფილმების ჩვენებას, რომელთა ავტორები, როგორც წესი, ან ღიად გამოხატავენ თავიანთ პაციფისტურ პოზიციას, ან კონფლიქტების მოგვარების ახალ გზებს გვთავაზობენ. მსოფლიოს პრესტიჟულ კინოფესტივალებზე მთავარი პრიზებით აღნიშნული ეს ფილმები არ ეძღვნება უშუალოდ კონფლიქტებს სამხრეთ კავკასიაში (საუბარია, მაგალითად, კონფლიქტზე ახლო აღმოსავლეთში ან რელიგიურ დაპირისპირებაზე, დავუშვათ, ინდოეთში), მაგრამ ყოველი ფილმის ჩვენების შემდეგ იმართება დისკუსია და სწორედ დისკუსიის დროს - ქუთაისსა თუ გაგრაში, სტეფანაკერტსა თუ ბაქოში, ერევანსა თუ ჯავაში - როგორღაც თავისთავად იბადება ხოლმე მშვიდობის თემა სამხრეთ კავკასიაში. თუმცა დისკუსიები ყოველთვის მშვიდად როდი იმართება - ომისა და შურისძიების მსურველი ბევრია სამხრეთ კავკასიაში. ელენა ზაიცოვას ვკითხეთ, ხომ არ გაიზარდა ასეთი ადამიანების რიცხვი შარშანდელი აგვისტოს მოვლენების შემდეგ და, შესაბამისად, ხომ არ გაართულა ომმა წლევანდელი კინოფესტივალის ჩატარება.
„ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, გართულდა მუშაობა, რადგან ახლა ბევრად უფრო ძნელია ჩვენი ერთად შეკრება“, - გვიპასუხა ელენამ. - „კოორდინატორსაც გაუჭირდება ფესტივალის ყველა რეგიონში მოხვედრა. მეორე მხრივ, ფესტივალის იდეა კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რაც განაცხადების ტექსტშიც შეიმჩნევა. განსაკუთრებით ბევრია წელს განაცხადი სამხრეთ ოსეთიდან. მიხარია, რომ ხალხს ესმის ჩვენი ფესტივალის იდეა და უნდა ყველაფერი გააკეთოს, რათა ომი არ განახლდეს.“
იმ 26 რეგიონს შორის, სადაც წელს მშვიდობის ფესტივალი გაიმართება, აფხაზეთი სამით, ხოლო ცხინვალის რეგიონი ოთხი ფესტივალით იქნება წარმოდგენილი. მშვიდობის კინოფესტივალი „მე - ადამიანი“ გაიმართება, აგრეთვე, თბილისში, ქუთაისში, ბოლნისში, ოზურგეთში, წყალტუბოში, გორში... ფესტივალის ჟიურის წევრები ამბობენ, რომ ამ რეგიონებში ჩასატარებელი ფესტივალების ორგანიზატორებს, სხვებთან შედარებით, უფრო საინტერესოდ, უფრო ახლებურად აქვთ ჩაფიქრებული მომავალი ფესტივალი, რაც კონკურსისთვის წარდგენილ განაცხადში ჩანს - მათ ჩაფიქრებული აქვთ არა მარტო მშვიდობისადმი მიძღვნილი ფილმების ჩვენება და დისკუსიები, არამედ კონფლიქტოლოგების, ფსიქოლოგების, პოლიტოლოგების მოწვევა დისკუსიაზე (თანაც, სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა რეგიონიდან), გამოფენები, კონცერტები...
ორგანიზატორები შეეცდებიან იმ რეჟისორების მოწვევასაც, რომელთა ფილმებს უჩვენებენ ფესტივალზე. ელენა ზაიცოვა ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის რეგიონებში დღეს განსხვავებული სიტუაციააა, ამიტომ ერთი ფილმი უფრო მეტად არის აქტუალური, მეორე - ნაკლებად. მაგრამ ფესტივალის დირექცია პრინციპს არ ღალატობს - აქცენტი უნდა გაკეთდეს არა იმაზე, რაც ამ რეგიონებს ერთმანეთისგან განასხვავებს, არამედ მსგავსებაზე, ერთიანობაზე - ერთიანი კავკასიის იდეაზე.
არსებობს კიდევ ერთი პრობლება, რომლის შესახებაც დაუფარავად საუბრობს სამხრეთ კავკასიის მშვიდობის ფესტივალის ჟიურის წევრი ელენა ზაიცოვა: ვერ ხერხდება ფესტივალის ორგანიზატორების შეკრება კავკასიის ერთ რეგიონში. უფრო მეტიც, ზოგიერთ რეგიონში უარს ამბობენ ფესტივალის ჩატარებაზე, როცა იგებენ, რომ ეს პროგრამა კავკასიის, ასე ვთქვათ, „მტრულ“ რეგიონშია ჩატარებული. მიუხედავად ამისა, მშვიდობის ფესტივალის ორგანიზატორები თავიანთ პრინციპებზე უარს არ ამბობენ - უფრო მეტიც, წელს მშვიდობის მესამე ფესტივალი ერთდროულად გაიხსნება და ერთდროულად დაიხურება კავკასიის ყველა რეგიონში.
ივლისის ბოლოს მშვიდობის ფესტივალის ორგანიზატორები - ქართველები, აფხაზები, ოსები, სომხები, აზერბაიჯანელები - სტამბულში შეიკრიბებიან. სამხრეთ კავკასიის 26 რეგიონის წარმომადგენლები - არა პოლიტიკოსები, არამედ კარგი დოკუმენტური კინოს მოყვარულები და, რა თქმა უნდა, მშვიდობის მოყვარულები - ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ მიაწოდონ მშვიდობის თემაზე გადაღებული კინო მაყურებელს, როგორ აგრძნობინონ ცხინვალში, გორში, სტეფანაკერტსა თუ სუმგაითში, რომ მშვიდობა კავკასიის ყველა რეგიონში, მთელი კავკასიის განვითარებისა და აყვავების ერთადერთი გზაა და რომ ამ პლანეტაზე - მიუხედავად ომებისა და კონფლიქტებისა - ადამიანებს ერთნაირად უყვართ ერთმანეთი, ერთნაირად უყვართ თავიანთი შვილები და ერთნაირად ოცნებობენ ბედნიერებაზე.
რადიო თავისუფლება მონაწილეობას მიიღებს სტამბულის ამ შეხვედრაში. მის შედეგებს ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, ჩვენს მომდევნო მიმოხილვაში გაგაცნობთ.